2 კვირის და 2 დღის წინ
"ბარსამ" როკე შეიძლება გაცვალოს - ვის უკავშირებენ კლუბს
"ბარსამ" როკე შეიძლება გაცვალოს - ვის უკავშირებენ კლუბს

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" ბრაზილიელი თავდამსხმელის, ვიტორ როკეს მომავალი ბურუსითაა მოცული. პრესაში არა მხოლოდ მის იჯარით გაშვებაზე, არამედ უკვე პერმანენტულ ტრანსფერზეც საუბრობენ.

როკეთი დაინტერესებულ ერთ-ერთ კლუბად "მანჩესტერ იუნაიტედი" მოიაზრება, რაზეც Mundo Deportivo-ც წერს.

წყაროს თანახმად, ინგლისში ახლა "ბარსასა" და "ემიუს" შორის შესაძლო ბარტერს განიხილავენ. ამ გაცვლით ვიტორი "ოლდ ტრაფორდისკენ" გაემართება, "ბლაუგრანა" კი მეისონ გრინვუდს მიიღებს.

"ხეტაფეში" განათხოვრებული ინგლისელი "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" აქამდეც დაუკავშირებიათ. ჟოან ლაპორტა 22 წლის შემტევის დიდ თაყვანისმცემლად ითვლება.

მიუხედავად ამისა, გასათვალისწინებელია მეისონის სკანდალური წარსულიც, რაც კატალონიელთათვის შეიძლება თავისშემაკავებელი ფაქტორი გამოდგეს.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 33 მატჩში გრინვუდმა 10 გოლი და 6 ასისტი მიითვალა.


Facebook კომენტარები