გამოცემა Sport-ის ცნობით, "ბარსელონა" ზაფხულში რონალდ არაუხოსთვის 100 მილიონ ევროს მოითხოვს.
ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ კლუბში თვლიან, ურუგვაელი მცველის ამ საფასურად გაყიდვის შემთხვევაში, ისინი მაღალი კლასის ნახევარმცველის ან თავდამსხმელის დამატებას შეძლებენ.
არაუხოს მიმართ ინტერესი მრავალმა ევროპულმა კლუბმა გამოთქვა, მათ შორის ყველაზე აქტიურები კი "მანჩესტერ იუნაიტედი" და მოუნხენის "ბაიერნია". გასარკვევი ისაა, არიან თუ არა მზად ისინი 100 მილიონი ევროს გადახდისთვის.
ცნობილი გახდა, რომ არაუხოს წარმომადგენლები მალე გამართავენ შეხვედრას დეკუსთან. კლუბის ინტერესების გაცნობიერების შემდეგ მათ განაცხადეს, რომ კლუბის დატოვებაზე ისინი სერიოზულად ფიქრობენ.
შეგახსენებთ, რომ ურუგვაელმა მცველმა კარიერაში "ბარსას" მაისურით 149 მატჩი ჩაატარა, სადაც 8 გოლსა და 4 ასისტს მოუყარა თავი.