3 წლის და 1 თვის წინ
4 მიზანი - ვის დამატებას ეცდება "ბარსა" ზაფხულში
4 მიზანი - ვის დამატებას ეცდება "ბარსა" ზაფხულში

Mundo Deportivo-მ უკვე იცის, თუ რომელი პოზიციების გაძლიერებას ეცდება "ბარსელონა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის.

კატალონიური გამოცემის ინფორმაციით, "ბლაუგრანა" ზაფხულში შემდეგი ფეხბურთელების დამატებას ეცდება:

დიეგო დალუ / თომას მუნიე

აიმერიკ ლაპორტე / ინიგო მარტინესი / ევან ნდიკა

ილქაი გიუნდოგანი / მარტინ ზუბიმენდი

ვიტორ როკე / მარკუს ტურამი

როგორც ჩანს, "ლურჯ-ბროწეულისფერთ" მარჯვენა მცველის, ცაცია ცენტრალური მცველის, ცენტრალური ნახევარმცველის და ცენტრფორვარდის გაფორმება აქვთ განზრახული.

ჩამოთვლილთაგან ყველაზე ძვირადღირებული ზუბიმენდი იქნება, ხოლო თავისუფალი აგენტების ბაზარზე ინიგო მარტინესი, ევან ნდიკა და მარკუს ტურამი გადიან.


Facebook კომენტარები