6 თვის და 1 კვირის წინ
"ეს სასაცილოდ მოგვეჩვენა" - იამალმა ლევანდოვსკიზე ისაუბრა
"ეს სასაცილოდ მოგვეჩვენა" - იამალმა ლევანდოვსკიზე ისაუბრა

ლა ლიგის 35-ე ტურის მატჩში "ბარსელონამ" "რეალ სოსიედადი" დაამარცხა, ანგარიშით 2:0. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" 16 წლის შემტევი, ლამინ იამალი, რომელმაც მე-40 წუთზე დააწინაურა თავისი გუნდი.

მატჩის შემდეგ იამალმა მცირე კომენტარიც გააკეთა.

"ჩემს გოლზე რობერტის პასი უმაღლესი დონის იყო. გიუნდოგანმაც თავისი საუკეთესო უნარები გამოავლინა. მე მხოლოდ ბურთის კარში შეგდება მქონდა დარჩენილი.

პირველი წუთები რთული გახლდათ, მაგრამ შემდეგ თამაში ვიგრძენით და თავი კარგად წარმოვაჩინეთ.

მატჩის მერე მე და ლევანდოვსკიმ იმ რამდენიმე მომენტზე ვილაპარაკეთ, რომლებიც საკმაოდ სასაცილოდ მოგვეჩვენა. გასახდელში შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს.

მოგება და მეორე ადგილზე დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანი იყო," - თქვა ლამინმა.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვებით "ბარსა" ლა ლიგის სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციას დაუბრუნდა. უახლოეს მდევარ "ჟირონას" კატალონიელები 1 ქულით უსწრებენ.


Facebook კომენტარები