1 წლის და 7 თვის წინ
ჩავი ლევანდოვსკის აგდებს - რას ფიქრობენ რობერტის ბანაკში
ავტორი
Aa
რობერტ ლევანდოვსკის გარემოცვა მიიჩნევს, რომ "ბარსელონას" მისი გუნდიდან გაშვება უნდა, - იუწყება Catalunya Radio.
პოლონელი ცენტრფორვარდის ბანაკის მოსაზრებით, ამას "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ჩავი ერნანდესის ხელით აკეთებენ. "რეალ სოსიედადთან" მატჩში ლევანდოვსკის მოედნიდან ნაადრევად გაყვანა მათ სწორედ აღნიშნულის სიგნალად აღიქვეს.
ჩავიმ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ისიც გაამხილა, რომ 35 წლის ცხრიანი შეცვლამ გააბრაზა, მაგრამ "მაესტროს" მინდორზე სწრაფი შემტევები სჭირდებოდა, ლევანდოვსკი კი მათ კატეგორიაში ვეღარ გადის.
სხვათა შორის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ესპანურ პრესაში მსგავსი ინფორმაცია ვრცელდება რობერტის გარემოცვის ეჭვებთან დაკავშირებით.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 46 მატჩში პოლონელმა თავი 24 გოლითა და 9 ასისტით გამოიჩინა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
2 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი