2 კვირის წინ
"ბარსას" დიასი უნდა - რის იმედზე არიან კატალონიელები
"ბარსას" დიასი უნდა - რის იმედზე არიან კატალონიელები

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონა" მერსესაიდული "ლივერპულის" კოლუმბიელი გარემარბით, ლუის დიასით სერიოზულადაა დაინტერესებული.

"ბლაუგრანას" 27 წლის მარცხენა შემტევის შეძენის გეგმა აქვს, რამეთუ კლუბში იციან, რომ მისი გადაბირება საკმაოდ რეალურია. ლუისის მამამ მისი ვაჟის "ბარსასადმი" სიყვარულზე საჯაროდ ისაუბრა, რაც მოგვიანებით "ლურჯ-ბროწეულისფრებსაც" დაუდასტურეს.

დიასს "წითლებთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, თუმცა ახლა საკმაოდ რთულ პერიოდს გადის.

"ბარსას" შემოსავლის მიღება სჭირდება, ამას კი რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვით იმედოვნებს. ამ ფეხბურთელთა შორის თავდამსხმელებიც შეიძლება იყვნენ. გარდა ამისა, კლუბი ფინანსური ფეარ-პლეის 1:1 წესზე დაბრუნებას "ნაიკისა" და "ბარსა სტუდიოს" გარიგებებითაც გეგმავს.

თუ ყველაფერი ეს გამოვიდა, "ბარსელონა" დიასისთვის იბრძოლებს.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 50 მატჩში კოლუმბიელი 13 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოირჩა.


Facebook კომენტარები