2 წლის და 5 თვის წინ
3 ვარსკვლავი 3 ვარსკვლავის ნაცვლად - "ბარსას" გეგმა ცნობილია
ავტორი
Aa
ცნობილმა ესპანელმა ჟურნალისტმა, დავიდ ბერნაბეუ რევერტერმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" გეგმების შესახებ მოგვაწოდა ახალი ცნობები.
წყაროს თანახმად, "ბლაუგრანაში" ახლა მხოლოდ 4 ან 5 ისეთი ფეხბურთელია, რომელთა გაყიდვასაც კლუბი არცერთ შემთხვევაში არ განიხილავს. რონალდ არაუხო, ფრენკი დე იონგი და რაფინია ამ სიაში არ შედიან.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" შემადგენლობის 90% ტრანსფერზეა დაყენებული.
ბერნაბეუს თქმით, "ბარსაში" განსახორციელებელი ძვრები შემდეგნაირია:
წავლენ: რონალდ არაუხო, ფრენკი დე იონგი, რაფინია
მოვლენ: იოზუა კიმიხი, ბერნარდუ სილვა, ნიკო უილიამსი
ცხადია, მოვლენათა ზუსტად ასე განვითარება მხოლოდ კატალონიელთა სურვილებზე არაა დამოკიდებული, თუმცა "ბარსას" რომ დიდი ცვლილებები აქვს დაგეგმილი, ცხადზე ცხადია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი