6 თვის და 1 კვირის წინ
ჩავი: "როკეს დეკემბერში მოსვლა არ გვინდოდა"
ჩავი: "როკეს დეკემბერში მოსვლა არ გვინდოდა"

"ბარსელონა" ხვალ ლა ლიგის 36-ე ტურის მატჩს ჩაატარებს და "ალმერიას" დაუპირისპირდება.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა აქტუალური საკითხების შესახებ ისაუბრა. ერთ-ერთი შეკითხვა "ბარსას" ბრაზილიელი თავდამსხმელის, ვიტორ როკეს სიტუაციას ეხებოდა.

"როკეს დეკემბერში მოსვლა არ გვინდოდა. თავდაპირველი გეგმა მისი "ატლეტიკო პარანაენსეში" დარჩენას ითვალისწინებდა.

ეს შესაძლებლობა გავისა და ბალდეს ტრავმებმა გააჩინა. ჩავთვალეთ, რომ ჩვენთან ვარჯიში მას მხოლოდ წაადგებოდა. ამაზე დისკუსიას უაზრობად მივიჩნევ.

ვიტორი ფეხბურთელია, რომელიც სავარჯიშო სესიებზე ჯერ კიდევ ვითარდება. გუნდში არიან მოთამაშეეები, რომლებიც მასზე წინ დგანან. მე ამ მოცემულობას ასე ვუყურებ.

როკეს მთელი თავისი კარიერა ახალგაზრდა ფეხბურთელების გვერდით აქვს გატარებული," - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ მოარული ხმების თანახმად, 19 წლის ფორვარდი ზაფხულში შეიძლება გაიყიდოს კიდეც. "ბარსას" მაისურით ჩატარებულ 11 მატჩში მან 2 გოლის გატანა მოასწრო.


Facebook კომენტარები