"პარი სენ ჟერმენმა" ჩავი სიმონსის გარემოცვას დაუდასტურა, რომ ზაფხულში მისი გაყიდვა არ უნდათ, - ირწმუნება ფაბრიციო რომანო.
ყველაზე რეალურ სცენარად 20 წლის ნახევარმცველის განათხოვრება რჩება. სიმონსს ექნება არჩევანის თავისუფლებაც და თავად გადაწყვეტს, თუ რომელ გუნდში გადაბარგდეს.
მარტივი მისახვედრია, რომ აღნიშნული ცნობები "ბარსელონას" წისქვილზე ასხამს წყალს.
"ბლაუგრანას" ნიდერლანდელის პერმანენტული ტრანსფერის გზით გაფორმების სახსრები არ გააჩნია, ამიტომ ხელმისაწვდომ ვარიანტად მხოლოდ იჯარა ესახება. გარდა ამისა, ვიცით, რომ "ბარსას" პირველი გუნდის ღირსების დაცვა ჩავის ოცნებაცაა, რაც ასევე რეალურს ხდის შეთანხმების მიღწევას.
თუმცაღა, მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც სიმონსის დაბრუნება შეიძლება შეაფერხოს, "ბარსასა" და "პსჟ-ს" ხელმძღვანელობებს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობაა.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 42 მატჩში "ლაიფციგში" განათხოვრებულმა ნიდერლანდელმა 9 გოლი და 15 ასისტი მიითვალა.