1 წლის და 7 თვის წინ
აძლევენ თუ არა ლევანდოვსკის ოქროს ბურთს - განცხადება გაკეთდა
ავტორი
Aa
გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ France Football-ი "ბარსელონას" ცენტრფორვარდისთვის, რობერტ ლევანდოვსკისთვის იმ ოქროს ბურთის გადაცემას განიხილავდა, რომელიც 2020 წელს ვერ გადასცა.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი ფრანგულ გამოცემაში ოქროს ბურთის გამოკითხვაზე პასუხისმგებელმა მთავარმა პირმა, ნიკოლას მანიემ გააკეთა კომენტარი.
"ლევანდოვსკისთვის 2020 წლის ოქროს ბურთის მინიჭებაზე არ გვილაპარაკია. ნუ იჯერებთ ყველაფერს, რაც სოციალურ ქსელში იწერება," - განაცხადა ფრანგმა.
როგორც ჩანს, კუთვნილ ჯილდოს რობერტი ვერც ახლა მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს France Football-მა პრიზი კოვიდპანდემიის გამო არ გასცა. არადა, ლევანდოვსკიმ "ბაიერთან" ერთად 5 ტიტული მოიგო, 36 მატჩში კი 40 გოლით გამოირჩა.
Facebook კომენტარები