1 წლის და 7 თვის წინ
"ეს ასე აღარ მუშაობს" - ჩავიმ ფინანსურ კრიზისზე ისაუბრა
"ეს ასე აღარ მუშაობს" - ჩავიმ ფინანსურ კრიზისზე ისაუბრა
ავტორი
Aa

ჩავიმ "ბარსელონას" ფინანსურ კრიზისზე ღიად ისაუბრა და გულშემატკივარს მოთმინებისკენ მოუწოდა. 

როგორც ცნობილია "ბარსელონა" ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს ებრძვის. კლუბის ვალები დაახლოებით 1 მილიარდ ევროზე მეტს აღწევს, რამაც მმართველები იძულებული გახადა გამოეყენებინათ ე.წ "ფინანსური ბერკეტები, რაც კლუბის ზოგიერთი აქტივის გაყიდვას გულისხმობს. 

ამ თემაზე საუბრისას ჩავიმ განაცხადა: "გულშემატკივარმა უნდა გაიგოს, რომ ახლა კლუბში ეკონომიკური სიტუაცია ძალიან რთულადაა. დღევანდელი სიტუაცია არ გავს იმას, რაც 25 წლის წინ იყო, როდესაც მწვრთნელს შეეძლო გადაეწყვიტა ვინც კი სურდა ყველა შეეძინა. ეს ასე უკვე აღარ მუშაობს" 

"მე მესმის ეს და ჩვენ ვაპირებთ სიტუციას მაქსიმალურად მოვერგოთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ აღარ ვაპირებთ მაღალი მიზნებისთვის სწრაფვას, უბრალოდ ამ ეტაპზე ცოტაოდენო დრო და სტაბილურობა გვჭირდება. არც გასულ წელს გვქონია ნაკლები პრობლემა ფინანსური კუთხით, თუმცა მაინც მოვახერხეთ და ესპანეთის ჩემპიონები გავხდით." 

"ახლანდელი სეზონით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენ იმ სიტუაციაში ვცდილობთ არსებობას, რაც კლუბს ეკონომიკურად გააჩნია, რათა სხვებს კონკურენცია გავუწიოთ ჩვენ გვჭირდება, რომ უკეთესი შედეგები დავდოთ და მჯერა, რომ ამის უნარი შეგვწევს. მიმდინარე სეზონი ხელიდან მხოლოდ დეტალების გამო გაგვისხლტა." განაცხადა "ბლაუგრანას" თავკაცმა.


Facebook კომენტარები