ჩავი ერნანდესი ნიკო უილიამსით შეპყრობილია, - ირწმუნება Relevo-ს ჟურნალისტი, ალექს პინტანელი.
წყაროს თანახმად, ბილბაოს "ატლეტიკის" შემტევი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის ფავორიტია მარცხენა გარემარბის პოზიციაზე. ჩავი მას მიიჩნევს განსხვავების შემქმნელ მოთამაშედ, რომელსაც მაღალი სიჩქარე და დრიბლინგის უნარი გააჩნია.
"ბარსაში" იციან, რომ ბასკები სატრანსფერო ფასზე მოლაპარაკებებს არ აპირებენ. ნიკოს შეძენა მისი გამოსასყიდი თანხა, 50 მილიონი ევრო დაჯდება.
როგორც კი "ლურჯ-ბროწეულისფერნი" საყრდენ ნახევარმცველს გაიფორმებენ, მათი შემდეგი ამოცანა სწორედ უილიამსით გაძლიერება იქნება. ცხადია, თუ ამის საშუალებას ფინანსური ფეარ-პლეი მისცემთ.
კატალონიურ გრანდში უნდათ, რომ ჩავის უმაღლესი მიზნებისთვის მებრძოლი შემადგენლობა შეუკრიბონ, ნიკო კი ამ გზაზე უმნიშვნელოვანესი დანამატი იქნება.
მიმდინარე სეზონში 21 წლის შემტევმა 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 7 გოლი და გააკეთა 16 საგოლე გადაცემა.