"ბარსელონა" ლევერკუზენის "ბაიერის" ახალგაზრდა ნახევარცველით, ფლორიან ვირცით სერიოზულად დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალისტი ალფრედ მარტინესი ავრცელებს.
წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" უკვე გაესაუბრნენ 18 წლის გერმანელის მამას.
კლუბში სჯერათ, რომ ვირცი მსოფლიო დონის ტალანტია, რომელიც თავის თაობაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. ფლორიანს "ბლაუგრანადან" მოთმინების გამოჩენა სთხოვეს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ "ფარმაცევტების" ვარსკვლავი "ბარსას" დიდი გულშემატკივარია.
გერმანელს "ბაიერთან" კონტრაქტი 2027 წლის ივლისამდე აკავშირებს და მისი ღირებულებაც მაღალი იქნება, მაგრამ "ლევერკუზენი" ფეხბურთელების გაყიდვაზე ორიენტირებული კლუბია, რაც საქმეს შედარებით აიოლებს.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში ფლორიანმა თავი 2 გოლითა და 5 ასისტით გამოიჩინა.