1 წლის და 10 თვის წინ
სერხი რობერტოს ახალი კონტრაქტი - დეტალები
ავტორი
Aa
გავრცელებული ინფორმაციით, სერხი რობერტომ კლუბთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც, ის "ბარსელონაში" კიდევ ერთი სეზონით დარჩება.
კონტრაქტი არ ითვალისწინებს გახანგრძლივების პუნქტს, გამომდინარე იქიდან, რომ ესპანელი ისედაც მცირე სათამაშო დროს იღებს. ოფიციალური განცხადება გადაიდება იქამდე, სანამ კლუბი ლიგაში მეორე ადგილს არ გაინაღდებს. სეზონის დასრულებამდე კი მხოლოდ 3 ტურია დარჩენილი.
კონტრაქტის დეტალებს რაც შეეხება, კლუბმა რობერტოს თითქმის ისეთივე ხელფასი შესთავაზა, რასაც ამჟამად იღებს და ამაზე ფეხბურთელს პრეტენზია საერთოდ არ ჰქონია.
შეგახსენებთ, რომ რობერტო "ბარსაში" 2013 წლის ზაფხულიდან ირიცხება და მან კლუბთან ერთად 2 ჩემპიონთა ლიგისა და 7 ესპანეთის ჩემპიონობის მოგება მოახერხა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
6 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
6 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
6 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი