1 წლის და 7 თვის წინ
ლაპორტა ძალიან გაბრაზდა - ჩავი საფრთხის ქვეშ
ლაპორტა ძალიან გაბრაზდა - ჩავი საფრთხის ქვეშ
ავტორი
Aa

გავრცელებული ინფორმაციით, ჩავის გუშინდელმა განცხადებამ, სადაც მან თქვა, რომ გუნდს კონკურენციის გასაძლიერებლად სჭირდება ეკონომიკური მდგომარეობა გააძლიეროს და რომ ახლანდელი სიტუაცია ყველაზე ცუდია ბოლო 25 წლის განმავლობაში, ლაპორტა ძალიან გააღიზიანა. 

კლუბის პრეზიდენტი თვლის, რომ ჩავი თავისივე სიტყვებს ეწინააღმდეგებოდა, რადგან, მისი თქმით, კლუბში დარჩენის გადაწყვეტილების მიღებისას ლაპორტას საკუთარ სახლში უთხრა, რომ ამ გუნდს ენდობა. 

ინსაიდერული წყაროები წერენ, რომ კლუბის მნიშვნელოვანი წევრები   ლაპორტას არწმუნებენ, რათა მიიღოს გადაწყვეტილება ჩავის ახლავე დათხოვნის თაობაზე. 

როგორც ჩანს, მწვრთნელის გუშინდელი სიტყვები "ბარსას" თაობაზე, ხელმძღვანელობაას სულაც არ ესიამოვნა. თავის მხრივ, ჩავის გარემოცვის წევრებიც არწმუნებენ მას, რომ მომავალ სეზონში კლუბში მუშაობა აღარ გააგრძელოს. 

როგორც ჩანს, სასიხარულო ამბები იმის შესახებ, რომ ესპანელი კლუბში აუცილებლად დარჩებოდა, ბოლომდე საიმედო არ აღმოჩნდა.


Facebook კომენტარები