1 წლის და 7 თვის წინ
ევროპულმა გრანდმა ჩავი სამიზნედ მოინიშნა
ევროპულმა გრანდმა ჩავი სამიზნედ მოინიშნა

როგორც უკანასკნელ საათებში გავრცელებული ცნობები გვეუბნება, შანსი იმისა, რომ ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დაატოვებინონ, საკმაოდ დიდია.

იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუიჯი ლონგარის ინფორმაციით, 44 წლის სპეციალისტს "მილანი" უმიზნებს.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ "როსონერის" სტეფანო პიოლი სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს, მის ჩამნაცვლებლად ლომბარდიელებს სწორედ "მაესტრო" ესახებათ.

"მილანი" არ არის პირველი გრანდი, რომელსაც ჩავი დაუკავშირეს. იქამდე, სანამ გამოცხადდებოდა, რომ ერნანდესი "ბლაუგრანაში" კიდევ ერთი სეზონით დარჩებოდა, მისმა გვარმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" და ამსტერდამის "აიაქსთან" მიმართებაში გაიჟღერა.

შეგახსენებთ, რომ ჩავიმ "ალმერიასთან" მატჩის წინ გაკეთებული განცხადებებით ჟოან ლაპორტა ძალიან გააბრაზა. ხსენებული პრესკონფერენცია ესპანელი სპეციალისთვის საბედისწერო შეიძლება გამოდგეს.


Facebook კომენტარები