დღეს "ბარსაში" პრეზიდენტსა და კლუბის სამმართველო შტაბის წევრებს შორის შეხვედრა შედგა, სადაც მიმდინარე მოვლენები მიმიოიხილეს.
ჟოან ლაპორტას არ მოეწონა ის, თუ როგორ საუბრობდა ჩავი "ბარსას" ფინანსურ მდგომარეობაზე და როგორ უდგება ვიტორ როკეს საკითხს.
რა თქმა უნდა, კლუბში ამის შესახებ განსხვავებული მოსაზრებებიც გაჩნდა. ზოგიერთმა პირმა მხარი დაუჭირა ჩავის, ხოლო სხვებმა, მათ შორის ლაპორტამ, მის გათავისუფლებაზე მიანიშნა.
მიმდინარე დაძაბულობისა და გარე შეზღუდვების გამო, ჩავის მომავალი გაურკვეველია, მიუხედავად მისი მუდმივი ერთგულებისა კლუბისადმი.
ხერარდ რომერომ განაცხადა: "ჩავის ამ მომენტში არაფერი სურს ლაპორტას მკაფიო და სრული გულახდილობისა გარდა."
ყველაფერი უახლოეს საათებში გადაწყდება, მათ შორის ჩავის კლუბიდან გაშვების საკითხიც, ვინაიდან ის კონტრაქტის მიხედვით, "ბარსელონაში" კიდევ ერთი წელი უნდა დარჩეს.
ცნობისთვის, რაფა მარკესი კვლავ განიხილება "ბარსას" მთავარი მწვრთნელის სიაში თუ ჩავი გუნდს დატოვებს.