1 წლის და 7 თვის წინ
5 ფეხბურთელი ფიქრობს, რომ ჩავი უსამართლოდ ექცევა
5 ფეხბურთელი ფიქრობს, რომ ჩავი უსამართლოდ ექცევა

ესპანურ პრესაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" რამდენიმე ფეხბურთელი ჩავი ერნანდესით უკმაყოფილო გახლდათ და მათ თავიანთი წუხილი აგენტებს გაანდეს, რომლებიც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობას დაუკავშირდნენ.

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტებმა დღეს იმ მოთამაშეები სია გაგვაცნეს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ "მაესტრო" მათ უსამართლოდ ექცევა. ჩამონათვალი შემდეგნაირია:

რობერტ ლევანდოვსკი

ვიტორ როკე

რაფინია

ჟოაუ ფელიქსი

რონალდ არაუხო

როკეს წუხილი გასაგებია - სათამაშო დრო მას პრაქტიკულად არ ეძლევა; ჩავის ნდობა ვერც ჟოაუ ფელიქსმა მოიპოვა, ხოლო ლევანდოვსკისა და არაუხოს ტრანსფერზე დაყენებას რომ უპირებენ, ამაზე დიდი ხანია გვესმის. ყველაზე გასაკვირი სიაში რაფინიას ნახვაა, რადგან 27 წლის ბრაზილიელი (როცა ჯანმრთელია) სასტარტო შემადგენლობაში საკმაოდ ხშირად გვევლინება ხოლმე.

შეგახსენებთ, რომ SPORT-ის მიერ დღეს გაჟღერებული ცნობების მიხედვით, ჩავი ერნანდესის თანამდებობიდან გათავისუფლება გადაწყვეტილია.


Facebook კომენტარები