6 თვის და 1 კვირის წინ
ჩავის წასვლამ შეიძლება ტრანსფერი ჩაშალოს
ჩავის წასვლამ შეიძლება ტრანსფერი ჩაშალოს

ჩავი ერნანდესის წასვლა-წაუსვლელობის საკითხი გვიდო როდრიგესის მომავალზეც იქონიებს გავლენას, - იუწყება ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

"ბარსელონას" ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს უნდოდა, რომ არგენტინელი ნახევარმცველი თავის გუნდში ეხილა, თუმცა საკითხავი ისაა, თუ როგორი პოზიცია ექნება "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მომდევნო მესაჭეს.

გვიდოსთან სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია, ოღონდ მხარეებს კონტრაქტისთვის ხელი არ მოუწერია. სწორედ ეს აჩენს შესაძლებლობას, რომ ტრანსფერი არ განხორციელდეს.

ცხადია, ისიც არ არის გამორიცხული, რომ 29 წლის შუახაზელის დამატებაზე მწვანე შუქი "ბლაუგრანას" ახალმა თავკაცმაც აანთოს.

შეგახსენებთ, რომ გვიდოს კატალონიელები თავისუფალი აგენტის სტატუსით გაიფორმებდნენ. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 29 მატჩში არგენტინელმა 2 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.


Facebook კომენტარები