6 თვის და 3 კვირის წინ
"ჰეთ თრიქის შესრულება მინდოდა" - პედრი მატჩის შემდეგ
"ჰეთ თრიქის შესრულება მინდოდა" - პედრი მატჩის შემდეგ

ლა ლიგის 37-ე ტურში "ბარსელონამ" "რაიო ვალეკანოს" 3:0 მოუგო და ესპანეთის ჩემპიონატის სეზონის მე-2 ადგილზე დასრულება გაინაღდა.

მატჩის გმირი "ლურჯ-ბროწელისფერთა" 21 წლის ნახევარმცველი, პედრი გონსალესი გახდა, რომელიც თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 3-წუთიან მონაკვეთში (72-75) დუბლი შეასრულა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გონსალესმა მცირე კომენტარი გააკეთა.

"სეზონი კარგი არ იყო, მაგრამ დღეს ჩვენი საქმე შევასრულეთ.

თავს კარგად ვგრძნობ. მოედანზე ვფრთხილობ და ვნახოთ, რა შედეგებს მოიტანს ეს.

დღეს ჩვენი მიზანი მეორე ადგილის განაღდება იყო. ეს გავაკეთეთ. მართალია, ეს არ იყო ის, რისი იმედებიც გვქონდა, თუმცა ესპანეთის სუპერთასზე მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.

გასახდელი მინდორზეა ფოკუსირებული და გარეშე ხმები არ აინტერესებს. დღეს მხოლოდ გამარჯვება გვინდოდა.

ჰეთ თრიქის შესრულება მსურდა, მაგრამ არ გამომივიდა," - თქვა პედრიმ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გონსალესს 4 გოლი დაუგროვდა. 


Facebook კომენტარები