"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, ჩავი ერნანდესს "რაიო ვალეკანოსთან" მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე შეკითხვები მისი მომავლის გარშემო გაჩენილ გაურკვევლობასთან დაკავშირებით დაუსვეს.
როგორც მოგეხსენებათ, ესპანურ პრესაში გაჟღერდა, რომ ჟოან ლაპორტა 44 წლის სპეციალისტზე გაბრაზებულია და მისი თანამდებობიდან გათავისუფლება აქვს განზრახული. "მაესტროს" სწორედ ამ საკითხზე მოუწია საუბარი.
"ეჭვებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ. ამ მომენტისთვის არაფერი შეცვლილა. თუ რამის გამოცხადება მომიწევს, ამას გავაკეთებ კიდეც.
ხალხი მეტყვის, რომ სისულელეს ვამბობ, მაგრამ, ჩემი აზრით, წინა სეზონთან შედარებით, განვვითარდით. განსხვავება ისაა, რომ გასულ სეზონში მნიშვნელოვან მატჩებში უკეთ ვთამაშობდით. მეტოქეს ნაკლებ შანსს ვჩუქნიდით.
კლუბის გარშემო ყოველთვის ხმაურია. ყველა მედია-საშუალება ჩვენ გვაშუქებს და ამაში გასაკვირი არაფერია. ისინი თავს ცუდად გაგრძნობინებენ, გამცირებენ, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ იმის კეთება, რასაც ვაკეთებდით და მოგება დავიწყოთ.
მომდევნო სეზონს დეკუსთან ერთად ვგეგმავთ და დიახ, ფეხბურთელებს უნდა ველაპარაკოთ.
ვფიქრობ, ლაპორტასთან გასაუბრება მომიწევს, მაგრამ მშვიდად ვარ. დეკუმ და რაფა იუსტემ ასევე ნდობით აღმჭურვეს. არავის არაფერი უთქვამს. პრეზიდენტი მუდამ გულწრფელია და ამას ჩვენი დიალოგის დროსაც გამოავლენს," - თქვა ჩავიმ.
შეგახსენებთ, რომ სეზონის ბოლომდე "ბარსას" კიდევ 1 მატჩი აქვს ჩასატარებელი. 25 მაისს გუნდი "სევილიას" ესტუმრება.