11 თვის და 4 კვირის წინ
ვინ უნდა გაწვრთნას "ბარსა" - კლუბში აზრი სამად გაიყო
ვინ უნდა გაწვრთნას "ბარსა" - კლუბში აზრი სამად გაიყო

ცნობილმა ესპანელმა ჟურნალისტმა, ჟერარ რომერომ განაცხადა, რომ "ბარსელონას" ხელმძღვანელობაში ვერ თანხმდებიან, თუ ვინ უნდა იყოს გუნდის მთავარი მწვრთნელი მომდევნო სეზონში.

წყაროს თანახმად, "ბლაუგრანას" პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას კატალონიელთა მესაჭედ გერმანელი სპეციალისტი წარმოუდგენია. იგი ჰანსი ფლიკთან ან თომას ტუხელთან იმედოვნებს თანამშრომლობას.

"ბარსას" ვიცე-პრეზიდენტი, რაფა იუსტე ჩავი ერნანდესის შენარჩუნებას ემხრობა. იუსტეს აზრით, თუ კლუბის ეკონომიკურ მდგომარეობას გავითვალისწინებთ, "მაესტროზე" უკეთესი ვარიანტის მოძებნა ძალიან გაჭირდება.

რაც შეეხება სპორტულ დირექტორ დეკუს, მისი რჩეული კანდიდატები რაფა მარკესი (ბარსელონა ატლეტიკი) და ტიაგო მოტა (ბოლონია) არიან.

შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელებული ცნობების მიხედვით, ლაპორტას ჩავის გათავისუფლება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. პრეზიდენტი და 44 წლის სპეციალისტი ერთმანეთს სეზონის დასრულების შემდეგ შეხვდებიან.


Facebook კომენტარები