1 წლის და 7 თვის წინ
ვინ იქნება "ბარსას" მეტოქე 2025 წლის ესპანეთის სუპერ თასზე
ვინ იქნება "ბარსას" მეტოქე 2025 წლის ესპანეთის სუპერ თასზე
ავტორი
Aa

ვინაიდან "ბარსელონამ" ლა ლიგის 2023/24 წლების სეზონში მეორე ადგილი "რაიო ვალეკანოსთან" 3-0 გამარჯვების შემდეგ გაინაღდა, კლუბმა 2025 წლის ესპანეთის სუპერ თასზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა. 

ბოლო წლების მსგავსად, ეს გათამაშებაც ნახევარფინალებით დაიწყება, ანუ ჩემპიონატი 4 გუნდს შორის გაიმართება, აქედან გამომდინარე, "ბლაუგრანას" მეტოქე ამჯერად ბილბაოს "ატლეტიკი" იქნება, რომლებმაც კოპა დელ რეის ტიტული მოიპოვა. 

რაც შეეხება მეორე ნახევარფინალურ წყვილს, ესენი მადრიდის "რეალი" და "ბილბაოსთან" თასის ფინალში დამარცხებული "მალიორკა" იქნება. აქედან გამომდინარე, დიდი შანსია იმისა, რომ 2025 წლის ფინალში კიდევ ერთი "ელ კლასიკო" ვიხილოთ. 

"ბარსას" შანსი ექნება, რომ საუდის არაბეთში "თეთრებთან" წაგების შემდეგ, თასის დაბრუნება კიდევ ერთხელ სცადოს.


Facebook კომენტარები