

როგორც ვიხილეთ, შეცვლაზე შემოსულმა ჟოაო ფელიქსმა ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა ლა ლიგის ბოლო საშინაო მატჩში, სადაც "ბარსელონამ" "რაიო ვალეკანო" მიიღო და 3-0 დაამარცხა.
Sport-ის ცნობით, ფელიქსის მომავალი და "ბარსაში" დარჩენის საკითხი რამდენიმე ძირითად ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის პირველი მწვრთნელის სურვილია.
იქნება ეს ჩავი თუ სხვა, მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს სურს თუ არა კლუბში იჯარის წესით მყოფი პორტუგალიელის შენარჩუნება და გამოსყიდვა.
მაგრამ, ამისათვის "ბარსელონას" დასჭირდება, რომ გამოიმუშაოს საჭირო თანხები. ცნობილია, რომ "ატლეტიკომ" ფელიქსის გამოსასყიდ თანხად 80 მილიონი ევრო დაასახელა, რაც კლუბის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ძალიან რთული გადასახდელი იქნება.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის გარემარბმა 2023/24 წლების სეზონში "ბლაუგრანას" მაისურით 43 მატჩი ჩაატარა, სადაც 10 გოლსა და 6 ასისტს მოუყარა თავი.



