1 თვის წინ
არაუხოს მოულოდნელი მსურველი გამოუჩნდა
არაუხოს მოულოდნელი მსურველი გამოუჩნდა

ბირმინგემის "ასტონ ვილას" "ბარსელონას" ცენტრალური მცველით, რონალდ არაუხოთი ინტერესდება, - იუწყება SPORT.

წყაროს თანახმად, "ლომებმა" კატალონიურ გრანდს ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ შეატყობინეს, რომ თუ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდოდნენ, არაუხოსთვის აუცილებლად იბრძოლებდნენ. უნაი ემერის გუნდმა ამ მიზანს მიაღწია, ამიტომ ურუგვაელი უკანახაზელის გადაბირება მათთვის აქტუალური გახდა.

მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, "ბარსა" 24 წლის ფეხბურთელში 80-100 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.

SPORT წერს, რომ "ასტონ ვილა" 80 მილიონის გადახდას ნამდვილად არ აპირებს, თუმცა, ცხადია, "ვილა პარკის" ბინადრებს ისეთი შეთავაზების წარდგენა მოუწევთ, რომელიც "ბარსასთვისაც" სარფიანი იქნება და თავად მოთამაშისთვისაც.

არაუხოს ასევე უკავშირებენ მიუნხენის "ბაიერნსაც".

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 37 მატჩში ურუგვაელმა თავი 1 გოლითა და 2 ასისტით გამოიჩინა.


Facebook კომენტარები