1 წლის და 7 თვის წინ
6 ფეხბურთელი, რომლებმაც "ბარსაში" შეიძლება ბოლო საშინაო მატჩი ჩაატარეს
ავტორი
Aa
ლა ლიგის 2023/2024 წლების სეზონის ბოლო საშინაო მატჩში "ბარსელონამ" "რაიო ვალეკანოს" 3:0 მოუგო.
Mundo Deportivo-ს შეფასებით, რამდენიმე ფეხბურთელისთვის ეს შეიძლება უკანასკნელი საშინაო შეხვედრა ყოფილიყო "ბლაუგრანას" წევრის რანგში. მათი ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
ჟოაუ ფელიქსი
ჟოაუ კანსელუ
რაფინია
რონალდ არაუხო
მარკოს ალონსო
ვიტორ როკე
ჩამოთვილთაგან გადაწყვეტილი ჯერ მხოლოდ ალონსოს წასვლაა, რომელსაც კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებენ. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას პორტუგალიელების "ატლეტიკოდან" და "სიტიდან" გამოსყიდვა. წასვლისკენ თვალი სათამაშო პრაქტიკის არმქონე როკესაც უჭირავს.
რაც შეეხებათ არაუხოსა და რაფინიას, "ბარსა" მათ ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად შეიძლება შეელიოს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ