ესპანურმა El Larguero-მ გაგვაცნო საინტერესო ფაქტი იმის შესახებ, თუ რა მოხდა "ბარსელონასა" და "რაიო ვალეკანოს" შორის გასულ კვირას შემდგარი მატჩის დასრულების შემდეგ.
როგორც ირკვევა, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა ჟოან ლაპორტა კიდევ უფრო გააბრაზა.
ჩავის ლაპორტასთვის უთქვამს, რომ ლა ლიგაში მეორე ადგილის განაღდებით ბედნიერები უნდა იყვნენ, რადგან ესპანეთის სუპერთასზე მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.
"ბლაუგრანას" პრეზიდენტმა "მაესტროს" მწარე პასუხი გასცა: "ვნახოთ, ახლა მეორე ადგილსაც აღვნიშნავთ თუ არა."
აშკარაა, რომ ლაპორტა უკვე ყველა გზას მიმართავს, რათა ჩავის თავისი განაწყენება აგრძნობინოს. ჟოანს 44 წლის სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.
ჩავის შესაძლო შემცვლელებად ახლა ჰანსი ფლიკი და რაფა მარკესი სახელდებიან.