1 წლის და 1 თვის წინ
რა თანხა უნდა გადაუხადოს "ბარსამ" "ბაიერნს" - მორიგი ხარჯი
რა თანხა უნდა გადაუხადოს "ბარსამ" "ბაიერნს" - მორიგი ხარჯი

რობერტ ლევანდოვსკის ხელფასზე "ბარსელონას" მომდევნო სეზონში 32 მილიონი ევრო დაეხარჯება, - წერს Diario AS.

როგორც პოლონელ თავდამსხმელსა და კლუბს შორის ჯერ კიდევ 2022 წლის ზაფხულში შეთანხმდა, ცენტრფორვარდის ანაზღაურება თავის მაქსიმალურ ნიშნულს მის მიერ გუნდში გატარებული მესამე სეზონის განმავლობაში მიაღწევდა.

გარდა ამ ასტრონომიული ხელფასისა, "ბარსას" კიდევ 1.25 მილიონი ევროს ოდენობის ხარჯი დაემატება.

ეს თანხა კლუბს მიუნხენის "ბაიერნისთვის", ბონუსის სახით აქვს გადასახდელი, რადგან რობერტმა მიმდინარე სეზონში 25 გოლი გაიტანა.

ყოველ ჯერზე, როცა ლევანდოვსკი სეზონში 25 ბურთს შეაგდებს, "რეკორდმაისტერს" კატალონიელებმა 1.25 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ. ეს უკვე მეორედ მოხდება, რამეთუ 2022/2023 წლების სეზონში პოლონელმა 33-ჯერ აიღო მეტოქის კარი.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" ხელმძღვანელობის ზოგიერთი წევრის აზრით, ლევანდოვსკი ზაფხულში აუცილებლად უნდა გაიყიდოს. თავად ცხრიანს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში სურს დარჩენა.


Facebook კომენტარები