logo

"ბარსელონა" "ინტერს" საოცარ შეთავაზებას უმზადებს

"ბარსელონა" "ინტერს" საოცარ შეთავაზებას უმზადებს

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" აგრძელებს ბრძოლას მილანის "ინტერის" არგენტინელი თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ "ნერაძურის" შეფობამ მრავალგზის დაადასტურა, რომ 22 წლის თავდამსხმელს არსადაც არ გაუშვებს, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობა დანებებას არ აპირებს.

იტალიური გამოცემა Calciomercato იტყობინება, რომ "ბარსა" მარტინესის გამოსასყიდი თანხის, 111 მილიონი ევროს სრულად დაფარვას გეგმავს, რათა ასე მაინც მოახერხოს ლაუტაროს გადმობირება.

"შავ-ლურჯების" თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში 24 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მისი მონაგარი ასეთია - 15 გოლი, 3 ასისტი.

8 თვის წინ
798 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 486
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ