1 წლის და 3 თვის წინ

ის ყველაზე მეტს ვარჯიშობს - "ბარსას" ფეხბურთელს მისია აქვს

ავტორი
Aa
როგორც ჩანს, ჟიულ კუნდე "ბარსელონაში" მარჯვენა მცველად თამაშს შეეჩვია.
Diario SPORT-ის ჟურნალისტის, ჟორდი ხილის ინფორმაციით, ფრანგ მცველს განზრახული აქვს, რომ მომდევნო სეზონში ამ პოზიციაზე მისი თამაშის ხარისხი კიდევ უფრო გააუმჯობესოს.
არავინ ვარჯიშობს "ბარსაში" იმაზე თავდაუზოგავად, ვიდრე კუნდე. რობერტ ლევანდოვსკი ხშირად მოდის სავარჯიშო სესიაზე პირველი, თუმცა ბოლოს ვარჯიშს სწორედ ჟიული ტოვებს ხოლმე.
24 წლის ფეხბურთელი აჩქარებისა და გამძლეობის დახვეწას ცდილობს. გარდა ამისა, მას უნდა, რომ შეტევაში უფრო სახიფათო გახდეს.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 47 მატჩში კუნდემ 2 გოლი და 4 ასისტი მიითვალა. იგი გუნდს კარის მშრალად შენახვაში 18-ჯერ დაეხმარა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
6 საათის და 18 წუთის წინ

როდის დაბრუნდება ლამინე იამალი - აქტუალურ შეკითხვას პასუხი გაეცა
6 დღის და 3 საათის წინ

"დედაჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და მინდა სულ ბედნიერი იყოს." - ლამინე იამალი
1 კვირის და 1 დღის წინ

გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 კვირის წინ

VIDEO: როცა კვარაცხელიამ ბარსელონას წინააღმდეგ შოუ დადგა - ხვიჩას პერფორმანსი ჩემპიონთა ლიგაზე