1 წლის და 7 თვის წინ
ლევანდოვსკის მბაპეს ტრანსფერზე ჰკითხეს
ლევანდოვსკის მბაპეს ტრანსფერზე ჰკითხეს
ავტორი
Aa

"მბაპე? ჯერ ეს ოფიციალური არ არის, თუმცა, როგორც ჩანს, ყველა გზა მადრიდის "რეალისკენ" მიდის." - განუცხადა რობერტ ლევანდოვსკიმ  Mundo Deportivo-ს.

"შიში? არა, რა თქმა უნდა, ის წარმოუდგენელი ფეხბურთელია და თუ ის "რეალში" წავა, ისინი ძალიან გაძლიერდებიან, თუმცა, როგორც გუნდი, თუ ერთად ვიმუშავებთ, მის დამარცხებას შევძლებთ. სწორედ ასეთი უნდა იყოს ჩვენი მენტალობა." დაამატა პოლონელმა.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ლევანდოვსკის ანგარიშზე ლა ლიგაში ჩატარებულ 34 მატჩში 18 გატანილი გოლია, რაც შეეხება მბაპეს, 25 წლის ფრანგმა მოახერხა და ლიგა 1-ში ჩატარებულ 29 მატჩში 27 გოლს მოუყარა თავი.





Facebook კომენტარები