6 თვის წინ
სიმონსი კიდევ 5 კლუბს უნდა - "ბარსას" სამიზნის პოზიცია
სიმონსი კიდევ 5 კლუბს უნდა - "ბარსას" სამიზნის პოზიცია

"პარი სენ ჟერმენიდან" გერმანულ "ლაიფციგში" განათხოვრებულ ნახევარმცველს, ჩავი სიმონსს მსურველთა რიგი უდგას.

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტ როხერ ტორელოს ინფორმაციით, ნიდერლანდელი ფეხბურთელით დაინტერესებულ კლუბთა ჩამონათვალი ასე გამოიყურება: "ბაიერ ლევერკუზენი", "ჩელსი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ლაიფციგი" და "ნიუკასლი".

მიუხედავად მათი სიმრავლისა, თავად ჩავის მხოლოდ ერთი გუნდისკენ მიუწევს გული. წყაროს თანახმად, სიმონსი ყველაფერს გააკეთებს, რათა "ბარსელონაში" დაბრუნდეს.

ფაბრიციო რომანომ გუშინ დაწერა, რომ "პსჟ" სიმონსს წელს არ გაყიდის. ჩავის პარიზელები ან შეინარჩუნებენ, ან გაანათხოვრებენ.

ეს ამბავი "ლურჯ-ბროწეულისფერთ" ძალიან უნდა გახარებოდათ, რადგან 21 წლის ვარსკვლავის შეძენის სახსრები კლუბს ახლა არ გააჩნია, მისი იჯარის წესით დამატება კი რეალურია. გარდა ამისა, ჩავის "პარი სენ ჟერმენთან" გაფორმებულ კონტრაქტში ჩადებული აქვს პუნქტი, რომელიც აძლევს საშუალებას, თავად აარჩიოს თუ სად გაანათხოვრებენ.

მიმდინარე სეზონში სიმონსმა 43 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან თავი 10 გოლითა და 15 ასისტით გამოიჩინა.


Facebook კომენტარები