6 თვის წინ
რიადი პრემიერ ლიგაში მიდის - როგორ შეივსება "ბარსას" ბიუჯეტი
ავტორი
Aa
რამდენიმე წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩადი რიადი ძალიან ახლოსაა კარიერის "რეალ ბეტისიდან" ლონდონურ "კრისტალ პალასში" გაგრძელებასთან.
სატრანსფერო თანხა 14 მილიონი ფუნტი სტერლინგია. ახალგაზრდა მაროკოელზე გარკვეული უფლებები "ბარსელონასაც" აქვს შენარჩუნებული, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხის წილს კატალონიელებიც მიიღებენ.
"ბეტისი" რიადს "ბარსადან" ჯერ 3 მილიონ ევროდ გამოისყიდის, მერე კი იმ 14 მილიონის 50%-საც გადასცემს.
როგორც ხედავთ, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ბიუჯეტი საკმაოდ სოლიდური თანხით შეივსება.
20 წლის ცენტრალური მცველი "ბლაუგრანამ" ანდალუსიელთა რიგებში სეზონის დაწყებამდე გაანათხოვრა. მიმდინარე სეზონში მან 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად მოგვევლინა.
Facebook კომენტარები