1 წლის და 7 თვის წინ
როგორ გრძნობს თავს ჩავი - ხმები გასახდელიდან
როგორ გრძნობს თავს ჩავი - ხმები გასახდელიდან

"ბარსელონას" გასახდელში ამბობენ, რომ ჩავი ერნანდესი დასევდიანებულია, - იუწყება Diario AS-ის ჟურნალისტი, ხავი მიგელი.

წყაროს თანახმად, ზოგიერთი ფეხბურთელი ჩავის მხარს უჭერს, თუმცა ისიც ესმის, რომ მწვრთნელის ცვლილება საჭიროა.

"მაესტრომ" 27 იანვარს განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებდა. ამ დროიდან მოყოლებული კლუბში სრული ქაოსია, ვითარება კი უფრო და უფრო უარესდება.

სიტუაციამ თავისი გავლენა მოახდინა ჩავისა და მისი ოჯახის მდგომარეობაზე. ცხადია, შექმნილი მდგომარეობით ბედნიერი არავინ გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს გავრცელებული ცნობების მიხედვით, ჟოან ლაპორტას 44 წლის სპეციალისტის გაშვება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. ყველაფერი სეზონის უკანასკნელი მატჩის ჩატარების შემდეგ გაირკვევა.


Facebook კომენტარები