1 წლის და 7 თვის წინ
ფლიკზე გიუნდოგანს ჰკითხეს - რა გაიგო "ბარსელონამ"
ფლიკზე გიუნდოგანს ჰკითხეს - რა გაიგო "ბარსელონამ"

თითქმის ყველა სანდო წყარო ერთხმად იუწყება, რომ "ბარსელონა" ჰანსი ფლიკს შეუთანხმდა და ჩავი ერნანდესს მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე სწორედ იგი ჩაანაცვლებს.

ფლორიან პლეტენბერგის თქმით, 58 წლის სპეციალისტმა "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობას ნათელი გეგმა წარუდგინა. მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია.

ამ ფონზე, ძალიან საინტერესოა ის ინფორმაცია, რომელსაც ესპანელი ჟურნალისტი, ელენა კონდისი ავრცელებს.

წყაროს თანახმად, "ბარსას" უფროსობამ ფლიკზე აზრი გერმანელ ნახევარმცველს, ილქაი გიუნდოგანს ჰკითხა. ამის მიზეზი ისაა, რომ ილქაის ჰანსისთან მუშაობის გამოცდილება გერმანიის ნაკრებში ჰქონია.

როგორც ამბობენ, ილქაიმ კლუბს განუცხადა, რომ მისი თანამემამულე სანდო და კარგი სპეციალისტია. მიუხედავად ამისა, ილქაიმ ხაზი ერთ გარემოებასაც გაუსვა - ფლიკი რბილი ხასიათისაა და გასახდელს რკინის ხელით არ მართავს, როგორც ამას მისი თანამემამულე, თომას ტუხელი აკეთებს.

სხვათა შორის, ტუხელი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცის პოზიციაზე ასევე განიხილებოდა, მაგრამ ახლა ჰანსის კანდიდატურა გაცილებით დაწინაურებულია.

აქვე შეგახსენებთ, რომ ფლიკს გერმანიის ნაკრების შემდეგ აღარსად უმუშავია. ბუნდესგუნდი მან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დატოვა.


Facebook კომენტარები