რონალდ არაუხო "ბარსელონას" ემადლიერება, მაგრამ მალე შეიძლება სხვა კლუბს მიაშუროს, - იუწყება SPORT.
ურუგვაელ მცველზე ძალიან იმოქმედა იმან, რაც "პარი სენ ჟერმენთან" მატჩში მოხდა (წითელი ბარათი, რომელიც გუნდს ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნად დაუჯდა). რონალდს გული ატკინა ამაზე ილქაი გიუნდოგანის მიერ გაკეთებულმა განცხადებამაც.
კლუბში არავინ მალავს, რომ დიდი ტრანსფერების განხორციელებისთვის ჯერ რომელიმე ვარსკვლავი უნდა გაიყიდოს. როგორც ჩანს, 25 წლის უკანახაზელი პირველი კანდიდატია.
"ბარსელონა" არაუხოს აგენტს თვეების წინ დაუკავშირდა ახალ კონტრაქტზე მოსალაპარაკებლად, მაგრამ პროცესში წინსვლა არ შეინიშნება. კატალონიელები ნელ-ნელა ეგუებიან, რომ ურუგვაელის დარჩენის შანსი არც ისე დიდია.
რონალდს მიუნხენის "ბაიერნი", ლონდონის "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" უმიზნებენ. სამივე კლუბი მზადაა, რომ ფეხბურთელში დიდ თანხას ჩამოვიდეს.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 37 მატჩში არაუხო 1 გოლითა და 2 ასისტით გამოირჩა.