როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჩავი ერნანდესი გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე კვირას უკანასკნელ მატჩს ჩაატარებს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას "სევილიას" მესაჭე, კიკე სანჩეს ფლორესი გამოეხმაურა. ესპანელმა სპეციალისტმა "ბლაუგრანა" გააკრიტიკა.
"ამას არ უნდა ვამბობდე... მაგრამ "ბარსელონა" თავის ლეგენდებს ძალიან ცუდად ექცევა.
ეს ძალიან ცუდი სერიაა. ჯერ კუმანი, შემდეგ მესი, ახლა ჩავი. ვისურვებდი, რომ კლუბები თავიანთ ლეგენდებს ზღაპრულად მოექცნენ. ეს ფანტასტიკური იქნებოდა.
როცა ლეგენდებს კარგად ეპყრობიან, ეს კლუბისა და გულშემატკივრების კავშირსაც ამყარებს," - თქვა ფლორესმა.
შეგახსენებთ, რომ "ბარსა" სამი თვის განმავლობაში ცდილობდა ჩავის დარჩენაზე დათანხმებას, ხოლო როცა "მაესტრომ" გუნდის კიდევ 1 წლით გაწვრთნაზე თანხმობა განაცხადა, იქიდან რამდენიმე კვირაში კარისკენ მიუთითეს.