როგორ აღმოჩნდნენ მესი და გვარდიოლა კინაღამ "ხეტაფეში"

როგორ აღმოჩნდნენ მესი და გვარდიოლა კინაღამ "ხეტაფეში"

მადრიდული "ხეტაფეს" პრეზიდენტმა, ანხელ ტორესმა Marca-სთან ჩაწერილ ინტერვიუში ბრძანა, რომ წლების წინ კლუბი "ბარსელონას" ცოცხალი ლეგენდების - ლეო მესისა და პეპ გვარდიოლას მოყვანასთან ძალიან ახლოს იყო.

"მესი "ბარსას" ძირითად გუნდში პირველ ან მეორე წელს ატარებდა, როცა "ბლაუგრანას" მის იჯარით დამატებაზე თითქმის შევთანხმდით. საბოლოო ჯამში, ტრანსფერი რაიკაარდმა დაბლოკა და ხელცარიელები დავრჩით.

შვეიცარიაში ვიყავით, ევროტურნირების კენჭისყრაზე, როცა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" წარმომადგენელს, ჩიკი ბეგირისტაინს ვესაუბრე.

გეგმა ის შეადგენდა, რომ "ხეტაფეს" თავკაცი, მიქაელ ლაუდრუპი კატალონიურ გრანდს ჩაუდგებოდა სათავეში, მის შემცვლელად კი "ბარსელონა B"-დან პეპ გვარდიოლას ვნიშნავდით, რადგან პეპში ჟოან ლაპორტა დარწმუნებული არ იყო." - გაიხსენა ტორესმა.

გეგმის ერთი ნაწილი მართლაც შესრულდა - ლაუდრუპმა მადრიდული გუნდი დატოვა, მაგრამ მისი ადგილი "ხეტაფეში" ვიქტორ მუნიოსმა დაიკავა, გვარდიოლამ კი თავისი ისტორიის წერა "კამპ ნოუზე" დაიწყო.

6 თვის წინ
510 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 93
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ