როგორც იცით, უკვე გადაწყვეტილია, რომ "ბარსელონას" მომდევნო მთავარ მწვრთნელად ჰანსი ფლიკი მოგვევლინება.
Diario SPORT-ის ინფორმაციით, გერმანელმა სპეციალისტმა უკვე ისაუბრა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სპორტულ დირექტორ დეკუსთან საზაფხულო სამიზნეების შესახებ.
წყაროს თანახმად, ფლიკიც და დეკუც თანხმდებიან, რომ "ბლაუგრანას" უპირველესი ამოცანა მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველის, იოზუა კიმიხის შეძენა უნდა იყოს.
ჰანსი იოზუას ჯერ კიდევ იმ დროიდან იცნობს, როცა "რეკორდმაისტერში" მუშაობდა. მისი გაწვრთნის შესაძლებლობა ჰანსის გერმანიის ნაკრებშიც მისცემია. შესაბამისად, გასაკვირი არ იქნება, თუ 59 წლის სპეციალისტი ტრანსფერის განსახორციელებლად პირად გავლენებს გამოიყენებს.
შეგახსენებთ, რომ კიმიხს "ბაიერნთან" კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე აკავშირებს.
29 წლის შუახაზელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 41 მატჩში 2 გოლი და 10 ასისტი მიითვალა.