დეკუ "ბარსელონაში" ლუის დიასის მიყვანაზე ოცნებობს, - იუწყება Diario AS.
წყაროს თანახმად, თუ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებს რაფინია დატოვებს, ამან კოლუმბიელ გარემარბს შეიძლება კარი გაუხსნას. "ლივერპულის" შემტევი 75 მილიონ ევროდაა შეფასებული.
"ბარსას" სპორტული დირექტორი 27 წლის ფეხბურთელის აგენტებთან პირდაპირ კონტაქტზეა. თუ მერსესაიდული კლუბი მწვანე შუქს აანთებს, "ბლაუგრანა" რთული მოლაპარაკებებისთვის უნდა მოემზადოს, როგორც ეს ფილიპე კოუტინიოს შემთხვევაშიც დასჭირდა.
როგორც ირკვევა, დეკუ დიასს სხვა სამიზნეებზე - ნიკო უილიამსსა და დანი ოლმოზე მაღლა აყენებს.
Diario AS წერს, რომ ყველაზე ხშირად რაფინიას გაყიდვაზე იწერება. "ბარსა" ბრაზილიელს 50 მილიონ ევროდაც რომ შეელიოს, "ლივერპულის" ვარსკვლავის გადმობირების შანსებს მნიშვნელოვნად გაიზრდის.
აწ უკვე დასრულებულ სეზონში ლუისმა 51 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მისი მონაგარი 13 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.