გავრცელებული ინფორმაციით, რობერტ ლევანდოვსკის ჰანსი ფლიკის გუნდში ადგილი გარანტირებული არ აქვს. მიუხედავად მისი და პოლონელის სამუშაო გამოცდილებისა, ფლიკს სურს, რომ კლუბმა ახალი თავდამსხმელი მოძებნოს.
ამ საკითხზე კლუბის რამდენიმე მმართველი თვლის, რომ ამ ეტაპზე ეს მხოლოდ ლევანდოვსკის გაყიდვით იქნება შესაძლებელი. როგორც ჩანს, დეკუ გუნდის ძირეულად გარდაქმნას მხარს უჭერს.
საუბარი იყო ალექსანდრე ისაკის, დუშან ვლაჰოვიჩსა და ერლინგ ჰალანდზე, მაგრამ კლუბის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, დღეისთვის ისინი ძალიან ძვირი ვარიანტებია.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, "ვილიარეალის" ფეხბურთელი ალექსანდრე სორლოტი, სხვა ვარიანტებთან ერთად, "ბლაუგრანას" დიდ ყურადღებას იპყრობს. დიდი შანსია, რომ ლევანდოვსკის გაყიდვის შემთხვევაში გუნდი პრიორიტეტს სწორედ ამ უკანასკნელზე მიიტანს.
ცნობისთვის, ნორვეგიელი თავდამსხმელის გამოსასყიდ თანხად კლუბი ამ მომენტისთვის 38 მილიონი ევროს ასახელებს. მის ანგარიშზე კი მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 41 მატჩში 26 გოლი და 6 ასისტია.