1 წლის და 7 თვის წინ
დარჩებიან თუ არა კანსელუ და ფელიქსი - რას ფიქრობს ფლიკი
ავტორი
Aa
Diario Sport-ის ცნობით, ჰანსი ფლიკი ჟოაო კანსელუსა და ჟოაო ფელიქსის გუნდში დარჩენაში ბოლომდე დარწმუნებული არ არის.
კანსელუს შემთხვევაში, ამის ერთ-ერთი მთავარ მიზეზად გერმანელი დაცვითი კომპონენტების ნაკლებობას ასახელებს, აქედან გამომდინარე, განაპირა მცველის ფლიკის გუნდში დარჩენა საეჭვოა. რაც შეეხება ფელიქსს, მისი მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გადაწყვეტს "ბარსა" ანსუ ფატისა და ვიტორ როკეს შემთხვევაში.
კლუბში მიაჩნიათ, რომ კანსელუც და ფელიქსიც "ბლაუგრანაში" კიდევ ერთი სეზონით დარჩენას იმსახურებენ, თუმცა ახლა მათი ბედი მეტწილად ფლიკის ხედვაზეა დამოკიდებული.
შეგახსენებთ, რომ კანსელუ ბოლო პერიოდში რეგულარულ სათამაშო დროს იღებდა. რაც შეეხება ფელიქსს, პორტუგალიელი ჩავის ძირითადად სათადარიგოდან შეჰყავდა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ