ჩავი ერნანდესს "ბარსელონადან" 5 ფეხბურთელის გაშვება უნდოდა, - იუწყება Gol a Gol.
წყაროს თანახმად, 44 წლის სპეციალისტი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე რომ დარჩენილიყო, მომდევნო სეზონში ამ მოთამაშეებთან მუშაობას არ ისურვებდა:
რობერტ ლევანდოვსკი
ვიტორ როკე
ორიოლ რომეუ
მარკოს ალონსო
ჟოაუ ფელიქსი
"ბლაუგრანას" პრეზიდენტის გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ამ პოზიციას მიიჩნევენ. ჟოან ლაპორტა ფიქრობს, რომ ლევანდოვსკის და როკეს გუნდისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლიათ. იგი გამორიცხულად არც ფელიქსის დარჩენას განიხილავს.
რაც შეეხებათ რომეუსა და ალონსოს, მათ მომავალზე ჩავის წასვლა გავლენას ვერ მოახდენს. 33 წლის მცველი "ბლაუგრანას" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, 32 წლის საყრდენს კი აუცილებლად გაყიდიან. დიდი ალბათობით, რომეუ ისევ "ჟირონაში" მიბრუნდება.