logo

ზუსტად 28 წლის წინ - "ბარსას" პირველი ტრიუმფი ევროპის თასზე

დღეს ზუსტად 28 წელი გავიდა იმ მატჩიდან, რომელშიც "ბარსელონამ" არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო ევროპის თასი.

ბებერი კონტინენტის უპრესტიჟულესი ტურნირის ფინალში "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" გენუის "სამპდორია" დაამარცხეს.

"უემბლიზე" გამართული შეხვედრის ძირითადი დრო უგოლო ფრით დასრულდა.

დამატებით დროში ერთადერთი ბურთი კი "ბარსას" მცველმა, რონალდ კუმანმა ყუმბარისებური დარტყმით შეაგდო.

საჯარიმო დარტყმის გათამაშების შემდეგ ნიდერლანდელმა საჯარიმოს გარედან გაისროლა და იოჰან კრუიფის უძლიერეს გუნდს ტიტული მოუტანა.

1 კვირის წინ
85 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1030
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ