1 წლის და 7 თვის წინ
"ეს მარტივი არ იქნება" - ჩავის გზავნილი ფლიკს
ავტორი
Aa
"სევილიასთან" მოგებული მატჩის შემდეგ ჩავი ერნანდესს ჟურნალისტებმა შეკითხვა "ბარსელონას" მომდევნო მესაჭის შესახებ დაუსვეს.
44 წლის სპეციალისტი თავის ჩამნაცვლებელს აფრთხილებს, რომ მას მარტივი სამუშაო არ ელოდება.
"რას ვეტყოდი ახალ მწვრთნელს? ვეცდებოდი მისთვის სიტუაციის სირთულე ამეხსნა. "ბარსელონაში" მუშაობა ისედაც ძნელია, მაგრამ არსებული სიტუაცია ამას კიდევ უფრო ართულებს.
მას თავდაუზოგავად მუშაობა მოუწევს, რადგან ეს მარტივი არ არის," - თქვა "მაესტრომ".
შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანაში" ჰანსი ფლიკის დანიშვნა უკვე გადაწყვეტილია. გერმანელი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნა შეიძლება სულაც ხვალ გაოფიციალურდეს.
რაც შეეხება ჩავის, დიდი ალბათობით, სამწვრთნელო კარიერაში ის ერთწლიან პაუზას აიღებს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ