მიუხედავად "ბაიერნის", "ლაიფციგის", "მანჩესტერ იუნაიტედის", "ჩელსისა" და "ნიუკასლის" ინტერესისა, ჩავი სიმონსი მაქსიმალურად იგებს დროს, რათა "ბარსელონას" შეუერთდეს, - იუწყება Mundo Deportivo.
ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა იცის, რომ ამის მოსახდენად "ბლაუგრანამ" ლა ლიგისგან მწვანე შუქი უნდა მიიღოს ფინანსური ფეარ-პლეის თაობაზე.
წყაროს თანახმად, 21 წლის ფეხბურთელს "პარი სენ ჟერმენმა" შეატყობინა, რომ ლუის ენრიკე მომდევნო სეზონში მას საკუთარ გეგმებში განიხილავს. ამ ინფორმაციამ ჩავის პოზიცია ვერ შეაცვლევინა. სიმონსი კვლავ "ბარსას" პირველ გუნდში თამაშზე ოცნებობს.
როგორც ირკვევა, ახალგაზრდა ვარსკვლავმა უკვე ყველაფერი გააკეთა, რათა პარიზულმა გუნდმა იგი "ბარსელონაში" გაანათხოვროს.
ახლა ჩავი კლუბების მოლაპარაკებას დაუცდის. მას სურს, რომ ყველაფერი ევრო 2024-ის დაწყებამდე, ანუ 14 ივნისამდე მოგვარდეს.
აწ დასრულებულ სეზონში სიმონსმა 43 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან თავი 10 გოლითა და 15 ასისტით გამოიჩინა.