1 წლის და 7 თვის წინ
ცნობილია: რა უთხრა ჩავიმ ფერმინს გოლის შემდეგ
ცნობილია: რა უთხრა ჩავიმ ფერმინს გოლის შემდეგ

"ბარსელონაში" ჩავი ერნანდესის სამწვრთნელო ეპოქა დასრულდა. ამ ეპოქის უკანასკნელი გოლი 21 წლის ნახევარმცველმა, ფერმინ ლოპესმა შეაგდო, რომელმაც "სევილიას" კარი შორეული გასროლით აიღო.

ახალგაზრდა ესპანელმა ეს გოლი სწორედ მთავარ მწვრთნელთან ჩახუტებით აღნიშნა. ფერმინმა მატჩის შემდეგაც აღნიშნა, რომ ეს მადლიერების გამოხატულება გახლდათ, რადგან "მაესტრომ" მას უდიდესი ნდობა გამოუცხადა.

როგორც ჩანს, სამადლობელი სიტყვები არც ჩავის დაუშურებია.

"ფერმინ, მადლობა!" - უთქვამს 44 წლის სპეციალისტს ლოპესისთვის, როცა გოლის ავტორმა მასთან მიირბინა. ამას DAZN-ი ირწმუნება.

აქვე გეტყვით, რომ 2023/2024 წლების სეზონი ფერმინმა 11 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით დაასრულა.


Facebook კომენტარები