2 წლის და 11 თვის წინ
დე იონგი: "როცა "ბარსაში" მოვდიოდი, ამას ველოდებოდი"
ავტორი
Aa
"ბარსელონას" ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა RAC1-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.
ერთ-ერთი საკითხი, რასაც ფრენკი შეეხო, "ბლაუგრანას" მიერ ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი წარუმატებლობები გახლდათ.
"3 საშინაო თასის მოგება განსაკუთრებული იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ევროსარბიელზე უკეთ უნდა ვითამაშოთ. როცა აქ გადმოვედი, ვფიქრობდი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე შორს წავიდოდით.
ბოლო 2 სეზონი ევროპაში ჩვენთვის საკმაოდ რთული იყო, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ შემდეგ სეზონში უკეთ გამოვალთ.
წელს გაცილებით უკეთესი გუნდი გვყავს," - თქვა დე იონგმა.
შეგახსენებთ, რომ ფრენკიმ ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსას" მაისურით 4 სეზონის განმავლობაში ითამაშა. ყველაზე შორს კატალონიელები 2019-20 წლების სეზონში გავიდნენ, როცა მეოთხედფინალს უწიეს და იქ "ბაიერნთან" განადგურდნენ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი