1 წლის და 10 თვის წინ
ცნობილია, თუ რამდენს გამოიმუშავებს ფლიკი "ბარსაში"
ავტორი
Aa
Diario AS-ის სპორტული ჟურნალისტი, ხავიერ მიგელი იუწყება, რომ ჰანსი ფლიკი "ბარსაში" გაფორმებამდე, ხელფასის შემცირებას დათანხმდა. ცნობილი გახდა კონტრაქტის დეტალები, რომელიც გერმანელის ანაზღაურებას ეხება.
გავრცელებული ინფორმაციით, ფლიკი ფიქსირებული ხელფასის სახით წელიწადში 3 მილიონ ევროს მიიღებს. ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია იმის გათვალისწინებით, რომ ჩავი წელიწადში 12 მილიონს გამოიმუშავებდა.
თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, ფლიკი "ბარსასგან" დამატებით 1 მილიონ ევროს მიიღებს, თუ ეს უკანასკნელი კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, შემდეგ სეზონში ლა ლიგის ტიტულის მოპოვებისთვის კი 750 ათას ევროს.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც გერმანელს კლუბი წარადგენს, მისი კონტრაქტის ყველა დეტალი გასაჯაროვდება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
6 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
6 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
6 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი