

ჩავი ერნანდესისა და "ბარსელონას" თანამშრომლობა ოფიციალურად დასრულებულია, თუმცა ამ თანამშრომლობის უკანასკნელი დღეების დეტალები პრესაში ახლაც და უახლოეს მომავალშიც აქტუალური იქნება.
Cat.Radio-ს ინფორმაციით, ჟოან ლაპორტას მარჯვენა ხელმა, ალეხანდრო ეჩევარიამ ჩავისა და ფეხბურთელების ურთიერთობის გაუარესებას შეუწყო ხელი.
19 მაისს, "რაიო ვალეკანოსთან" მატჩის წინ, ჩავიმ შეამჩნია, რომ მოთამაშეები მისდამი ცივად იყვნენ განწყობილნი. "მაესტრომ" მალევე გაარკვია, რომ მოთამაშეებმა იცოდნენ იმ სიის შესახებ, რომელშიც ახალგაზრდა სპეციალისტმა ზაფხულში გასაშვები ფეხბურთელები შეიყვანა და ხელმძღვანელობას წარუდგინა.
ეს სია პრესამდე სწორედ ეჩევარიამ მიიტანა.
თუ აღნიშნული ცნობა სიმართლეს შეესაბამება, კიდევ უფრო სამარცხვინო ხდება ის გზა, რომელიც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობამ კლუბის ლეგენდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გასაშვებად აირჩია.



